ფეხბურთი

20:44 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუსტაფი და ნეგრედო “ლიონთან” დაბრუნებიან, ალვეშმა ვარჯიში განაახლა

“ვალენსიას” ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. დაცვის ლიდერმა შკოდრან მუსტაფიმ და გამოცდილმა ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ ტრავმები მოიშუშეს და “ლიონთან” საჩემპიონთალიგო მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

გარდა ამისა, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა დიეგო ალვეშმა, რომელმაც მუხლის მძიმე დაზიანება მაისში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბრაზილიელი მეკარე თამაშს.

ალვეშის გარდა, “ლიონთან” მატჩში ტრავმების გამო არ იქნებიან: ანტონიო ბარაგანი, როდრიგო მორენო, ლუკას ორბანი, სოფიან ფეგული და ანდრე გომეში. ზაქარია ბაკალი საჩემპიონთალიგო განაცხადში ყოფილ მწვრთნელს ნუნუ ესპირიტო სანტოს საერთოდ არ შეუყვანია და მისი გამოყენების უფლება “ვალენსიას” არ აქვს, ხოლო რუბენ ვეზო დისკვალიფიცირებულია.

“ღამურების” ახალმა თავკაცმა გარი ნევილმა სადებიუტო მატჩისთვის განაცხადში შემდეგი 19 ფეხბურთელი შეიყვანა:

მეკარეები: რაიანი, დომენეში;
მცველები: კანსელო, აბდენური, მუსტაფი, სანტოსი, გაია;
ნახევარმცველები: ფუეგო, ბარბოსა, ტროპი, პერესი, პარეხო, პიატი, ნაჩო ხილი, დე პაული;
თავდამსხმელები: მინა, ნეგრედო, ალკასერი.

0.195906