კალათბურთი

20:00 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირის საუკეთესო მოთამაშეებად კარი და ჯექსონი დაასახელეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინა კვირის საუკეთესო კალათბურთელებად დასავლეთ კონფერენციაში სტეფ კარი და აღმოსავლეთში რეჯი ჯექსონი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წინა კვირაში “გოლდენ სტეიტმა” კარის დახმარებით 4-დან ოთხი მატჩი მოიგო, ამ შეხვედრებში გამთამაშებელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.5 ქულას, 4.8 მოხსნას და 4 პასს აკეთებდა.

რეჯი ჯექსონის “დეტროიტ პისტონსმა” 4-დან ოთხი შეხვედრა მოიგო. “დეტროიტის” გამთამაშებელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში გუნდს 27 ქულას, 8.8 პასს, 3, მოხსნას და 1.75 ჩაჭრას სძენდა.

0.126