ფეხბურთი

21:49 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ბენ არფას თავისთან ეპატიჟება

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “ნიცას” თავდამსხმელი ჰატემ ბენ არფა დორტმუნდის “ბორუსიას” თვალთახედვის არეში მოექცა. ამის შესახებ ინგლისური ტაბლოიდი newcastle chronicle წერს. “ყვითლებს” 28 წლის შემტევის ხელში ჩაგდება ზამთარში სურთ, თუმცა თუ ზაფხულამდე მოიცდიან, მაშინ ფრანგ ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებენ, რადგან “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ჰატემ ბენ არფას თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. “ნიცაში” იგი გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა “დორტმუნდისა” ბენ არფას სახელს ბოლო პერიოდში მილანის “ინტერსაც” უკავშირებენ.

0.12239