ფეხბურთი

17:20 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელია

ესპანეთის პროფესიონალურმა ლიგამ ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე დაასახელა.

არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “როხიბლანკომ” ლა ლიგაში გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო. მადრიდელებმა შინ “ესპანიოლსა” და “ხიხონს” სძლიეს, ხოლო “ბეტისი” გასვლაზე დაამარცხეს.

“ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ “რეალს” ასევე 2 ქულით უსწრებს.

0.11907