ფეხბურთი

16:30 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ “ევერტონში”: 100 მატჩი და 50 გოლი 

“ევერტონის” ბელგიელი თავდამსხმელისთვის, რომელუ ლუკაკუსთვის“კრისტალ პალასთან” ჩატარებული გუშინდელი მატჩი საიუბილეო აღმოჩნდა.

22 წლის ფეხბურთელმა “კრისტალ პალასთან” ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში მერსისაიდული კლუბის მაისური მეასედ მოირგო და მატჩის 81-ე წუთზე ლივერპულურ კარიერაში 50-ე გოლი გაიტანა.

რომელუ “ევერტონში” 2013 წელს “ჩელსიდან” გადავიდა და როგორც ზემოთ ითქვა, 100 მატჩში 50-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მან 2013/2014 წლების სეზონში 16 გოლი გაიტანა, გასულ წელს – 20, ხოლო მიმდინარე სეზონში მას უკვე 14 ბურთი დაუგროვდა.

მისი გატანილი გოლებიდან ყველაზე მეტი პრემიერლიგაზე მოდის – 82 მატჩში 36. ინგლისის თასებზე 9 ჩატარებულ შეხვედრაში 6-ჯერ გაუტანია, ხოლო ევროპა ლიგის 9 მატჩში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.

ცნობისთვის, ლუკაკუ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გატანილი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ჯეიმი ვარდის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 14 გოლია.

0.115378