“მსოფლიო სპორტი” გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებული დიდი ბრიტანელი ფეხბურთელის ჩამონათვალს.
აღნიშნულ ათეულში მოხვედრილთაგან რვა ფეხბურთელი ინგლისელია, ხოლო ორი უელსელი. ინგლისელი მოთამაშეების ჯამური ღირებულება 243 მილიონი ევროა, უელსელების კი – 108 მილიონი ევრო.
კლუბთაგან, ყველაზე მეტი, სამი წევრი “არსენალიდან” ფიგურირებს, რომელთა საერთო ფასი 78 მილიონი ევროა.
მოთამაშეების ფასები განსაზღვრულია ცნობილი საერთაშორისო ვებგვერდის Transfermarkt–ის მიხედვით
10. ჯონ სტოუნი
კლუბი: “ევერტონი”
ასაკი: 21 წლის
სატრანსფერო ფასი: 25 მილიონი ევრო
9. ჰარი კეინი
კლუბი: “ტოტენჰემი”
ასაკი: 21 წლის
სატრანსფერო ფასი: 25 მილიონი ევრო
8. ჯეკ უილშირი
კლუბი: “არსენალი”
ასაკი: 23 წლის
სატრანსფერო ფასი: 25 მილიონი ევრო
7. დანიელ სტარიჯი
კლუბი: “ლივერპული”
ასაკი: 26 წლის
სატრანსფერო ფასი: 25 მილიონი ევრო
6. ტეო უოლკოტი
კლუბი: “არსენალი”
ასაკი: 26 წლის
სატრანსფერო ფასი: 25 მილიონი ევრო
5. ჯორდან ჰენდერსონი
კლუბი: “ლივერპული”
ასაკი: 25 წლის
სატრანსფერო ფასი: 28 მილიონი ევრო
4. აარონ რემსი
კლუბი:“არსენალი”
ასაკი: 24 წლის
სატრანსფერო ფასი: 28 მილიონი ევრო
3. უეინ რუნი
კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”
ასაკი: 30 წლის
სატრანსფერო ფასი: 40 მილიონი ევრო
2. რაჰიმ სტერლინგი
კლუბი: “მანჩესტერ სიტი”
ასაკი: 20 წლის
სატრანსფერო ფასი: 50 მილიონი ევრო
1. გარეტ ბეილი
კლუბი: “რეალი”
ასაკი: 27 წლის
სატრანსფერო ფასი: 80 მილიონი ევრო