ფეხბურთი

15:34 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

ესპანეთის პროფესიონალურმა ლიგამ ლა ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი დაასახელა.

23 წლის ბრაზილიელმა გასულ თვეში გამართულ 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნეიმარი ”სოსიედადთან” მატჩში 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა, “რეალთან” თითო გოლი და ასისტი მიითვალა, ხოლო “ვილიარეალთან” დუბლი გაიფორმა.

ნეიმარმა მიმდინარე ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 6-ჯერ გუნდელებს გაატანინა. ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და თანაგუნდელ ლუის სუარესს ერთი გოლით უსწრებს.

0.121353