ფეხბურთი

15:11 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

როგორი იქნებოდა “ბენფიკასა” და “პორტოს” შემადგენლობები?

სიახლე არავისთვისაა, რომ პორტუგალიური გრანდების სატრანსფერო პოლიტიკის მთავარი არსი ნიჭიერი ტალანტების პოვნა, (ძირითადად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე) მათი სწორად აღზრდა და შემდგომ სარფიანად გაყიდვაა.

ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. მასში “ბენფიკასა” და “პორტოს” ის შემადგენლობებია ასახული, რომელიც იმ შემთხვევაში ეყოლებოდათ, ვარსკვლავები სხვადასხვა კლუბებში რომ არ გაეყიდათ.

ასეთ შემთხვევაში პორტუგალიურ გრანდებს ასეთი შემადგენლობები ეყოლებოდათ:

ბენფიკა: ობლაკი, დავიდ ლუისი, ეზეკიელ გარაი, მაქსი პერეირა, ფაბიო კოენტრაო, ნემანია მატიჩი, ნიკოლას გაიტანი, რამირესი, ანხელ დი მარია, ენცო პერესი, ლიმა.

პორტო: ფაბინიო, პეპე, ელიაკიმ მანგალა, ალექს სანდრო, დანილო, ფერნანდო, ჟოაო მოუტინიო, ხამეს როდრიგესი, რიკარდო კვარეზმა, ჰალკი, რადამელ ფალკაო.

როგორც ხედავთ, ნიკოლას გაიტანის გარდა, ყველა სხვა მოთამაშემ კლუბი შეიცვალა.

ენიშვნა – ფოტოზე დავიდ ლუისისა და ნიკოლას გაიტანის პოზიციები ერთმანეთშია არეული

0.114348