ფეხბურთი

14:24 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი “რომაში” დაბრუნებაზე უარს არ იტყვის

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მზადაა შემოთავაზების შემთხვევაში იტალიური “რომას” გაწვრთნას დათანხმდეს. ამის შესახებ გამოცდილმა სპეციალისტმა იტალიურ მედიას უთხრა.

“მე აქ ვარ. თუ ჩემით დაინტერესდებიან და დამირეკავენ, მათ ზარს აუცილებლად ვუპასუხებ. კლუბი თუ ნაკრები? – რა თქმა უნდა, გუნდში მუშაობა მირჩევნია”, - თქვა პრანდელიმ.

ჩეზარე პრანდელი უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდგომ, რაც სტამბულის “გალათასარაიდან” წავიდა უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ იგი “რომას” უკვე წვრთნიდა, როცა “ჯალოროსი” 2004 წლის ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა მალევე მეუღლის ავადმყოფობის გამო დაკავებული თანამდებობა დატოვა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს “რომა” წარუმატებლად თამაშობს და იტალიურ პრესაში ხშირად წერენ რუდი გარსიას შესაძლო გათავისულფების შესახებ. ფრანგი სპეციალისტის მომავალს დიდწილად ალბათ, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბორისოვის “ბატესთან” გასამართი შეხვედრა გადაწყვეტს.

0.107653