კალათბურთი

13:42 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ნიუ იორკში

ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსმა“ ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი მოიგო. ვაშინგტონში გამარჯვების შემდეგ, ტეხასელებმა ნიუ იორკში გადაინაცვლეს და „მედისონ სკვერ გარდენში“ „ნიქსს“ 104:97 სძლიეს.

ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლების მოპოვება გაუძვირდა. ნიუ იორკში ქართველ ცენტრს დაბლ-დაბლამდე 2-2 ქულა-მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 32 წუთი იმყოფებოდა. 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო – ესაა ქართველი ცენტრის სროლათა სტატისტიკა. საბოლოო ჯამში ზაზამ 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.

„დალასს“ დირკ ნოვიცკიმ ულიდერა 25 ქულით. 20 ქულა და 7 პასი დერონ უილიამსის ანგარიშზეა. „ნიუ იორკში“ საუკეთესო იყო ლატვიელი ფენომენი კრისტაპს პორჟინგისი, რომელმაც 28 ქულა მიითვალა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.

“დალასი“ როგორც იქნა, მოსწყდა „მემფისს“, რომელთანაც ბოლო 1 კვირაა დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იყოფს. ფაჩულიას გუნდს 13 მოგებითა და 9 წაგებით ხსენებული ადგილი ერთპიროვნულად უპყრია. მომდევნო მატჩი „მავერიკსს“ 10 დეკემბერს, შინ ფაჩულიასთვის კარგად ნაცნობ „ატლანტასთან“ ელის.

www.gbf.ge

0.135957