კალათბურთი

13:37 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძეს მხოლოდ 4 წუთი დაუთმეს

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკი” “სტრასბურგს” სტუმრობდა და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადადიოდა, თუმცა, ეს შანსი ვერ გამოიყენა.

გრაველინელებმა მატჩი უშანსოდ – 66:85 წააგეს და თავი ვერც ქართველმა უკანახაზელმა გამოიჩინა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მას ამის საშუალებაც არ მისცემია. გიორგიმ მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ორქულიანის აცილება მოასწრო. ამას გარდა აქტივში ჩაჭრა ჰქონდა, პასივში კი – ფოლი.

ცინცაძის კლუბს 8 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და “ვილერბანის” კვალად, მე-2 პოზიციაზე დარჩა. “გრაველინ-დიუნკერკი“ მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს “პო ორტეზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117302