კალათბურთი

13:24 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დარუშაფაკამ” მარკოიშვილის გარეშე მოიგო

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ“. სტამბოლურ კლუბს “ბუიუკჩეკმეჩესთან“ შეხვედრაში მოულოდნელად გაუჭირდა, მხოლოდ 82:76 მოიგო და თანაც, ეს, ქართველი კალათბურთელის გარეშე გააკეთა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დარუშაფაკელთა განაცხადში არ ყოფილა.

გამარჯვებულთა რიგებში ამერიკელი ლეგიონერები გამოირჩნენ. 13 ქულით საუკეთესო სკოტი უილბეკინი იყო, რეჯი რედინგმა კი 12 ქულა ჩააგდო. „დარუშაფაკა“ 5 მოგებითა და 4 მარცხით მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 დეკემბერს, სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „პინარ ქარშიაქასთან“ გამართავს, რომელსაც გასულ უქმეებზე ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” სძლია.

0.116228