სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:02 | 8.12.2015 | ნანახია 2996 - ჯერ

ბუფონი: “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრედენდენტი კატალონიის “ბარსელონაა”. ამის შესახებ ბუფონმა “სევილიასთან” დღეს გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ბუფონმა რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა. მათ შორის თავისი გუნდის სიძლიერეზე და დღევანდელ მატჩზე.

- რამდენიმე წლის წინ თქვენ სევილიაში უკვე იყავით. როგორ თამაშს ელოდებით ამჯერად?

- პირველ ყოვლისა უკეთეს ნიადაგს. მაშინ ფეხბურთი პლაჟზე ვითამაშე, ამჯერად კი მინდორზე მომიწევს. “სევილიას” პატივს ვცემთ, რადგან ევროპულ ასპარეზზე არნახულ წარმატებას მიაღწია. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს პირველ ადგილზე გავიდეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ.

- “იუვენტუსს” შეუძლია ყველასთან ერთ დონეზე თამაში?

- დიახ, ნამდვილ “იუვეს” შეუძლია. ასეთი მენტალიტეტის მქონე “იუვენტუსს” ნამდვილად ძალუძს ნებისმიერ გუნდთან თამაში, რაც გასულ სეზონშიც დავამტკიცეთ. ვფიქრობ, ძლიერი გუნდი ვართ, როდესაც “მანჩესტერ სიტის” სტუმრად ამარცხებ, როცა “სევილიას” უშანსოდ უგებ, ე.ი. ძლიერი ხარ. ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ.

- ალეგრის ევროპაში უკეთ გამოსდის გუნდის ათამაშება?

- აქ ვარ უკვე წლებია. მახსოვს, ეს გუნდი ევროპაში თავიდანვე გამარჯვების გზით დადიოდა. პირველ წელს ფინალი წავაგე მანჩესტერში”.

- ესაუბრეთ ფერნანდო ლორენტეს? – მას აქ გარკვეული პრობლემები აქვს...

- ფერნანდო არის ბიჭი, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენთვის ბევრი გააკეთა ყოველმხრივ. მან დაგვიტოვა კარგი მოგონებები, თავისი გოლებით გუნდს ყოველთვის ეხმარებოდა გამარჯვებაში”.

- როგორ ფიქრობთ, დღეს არიან გუნდები, რომელთაც “იუვენტუსის” ეშინიათ?

- არ ვიცი, მე არ ვცხოვრობ სხვა გუნდების გასახდელში. “ლაციოსთან” თამაშის შემდეგ სატურნირო ცხრილში ისევ მეხუთე ადგილზე დავრჩით. ჩვენ გვინდა, რომ აღებული კურსი გავაგრძელოთ.

- რომელი გუნდია ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი?

- ამ დროისთვის ყველაზე საიმედო “ბარსელონაა”. გასულ სეზონში დეკემბრამდე “ბარსა” ვერ იყო დამაჯერებელი, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიოონი გახდა. იმ დროისთვის კი მთავარ ფავორიტებად “რეალი” და “ბაიერნი” მიიჩნეოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა 10-თვიანი ტურნირია და ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

რეალი   8 - 0    მალმიო

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   2 - 0    შახტარი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   3 - 2    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

პსვ   2 - 1    ცსკა

შემადგენლობა

მოვლენები

გალათასარაი   1 - 1    ასტანა

შემადგენლობა

მოვლენები

ბენფიკა   1 - 2    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

სიტი   4 - 2    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   1 - 1    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   0 - 0    ბატე

შემადგენლობა

მოვლენები

ოლიმპიაკოსი   0 - 3    არსენალი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   0 - 2    ბაიერნი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   1 - 0    მაკაბი თ. ა.

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   2 - 0    პორტუ

შემადგენლობა

მოვლენები

გენტი   2 - 1    ზენიტი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   0 - 2    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:49 | 09.12.2015
დურანტულა (6334)

დიდი პატივისცემის მიუხდავად ვერ დაგეთანხმები ჯიჯი.

16:06 | 08.12.2015
samtrediel (8001)

გლადბახი გაასწორებს ევროპა ლიგაზე. ქულებს მოაგროვებს გერმანიისთვის.

15:30 | 08.12.2015
samtrediel (8001)

გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) ძველი დროის ნოსტალგია გაქვს როგორც ვატყობ. მინდიეტა და კომპანია გენატრება არა? მეც მენატრება ის დროს, იერემისი, ელბერი, ეფენბერგი.

15:44 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

ისე მართლა მაგარი დრო იყო ეგ დრო )) რა ფეხბურთელები თამშობდნენ არა მარტო ბაიერნში და ვალეში არამედ ზოგადად ყველა გუნდში, ეხლა რომ თამაშობდნენ ისინი ამ პიჟონს და პედიკურას ხუთ ხუთჯერ კი არ ექნებოდათ ოქროს ბურთი მოგებული, მაქსიმუმ ერთხელ ალბათ

15:47 | 08.12.2015
samtrediel (8001)

მეც ეგ დავწერე ამას წინ. მართლა რა დრო დადგა, ვის აყეფებენ.

15:53 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

სულ ბოლო ჩემპიონატი მაშინ საფრანგეთი იყო ტოპ ჩემპიონატებში და იქაც კი ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ რომ რა ვიცი, საფრანგეთის ნაკრების 30 პროცენტი ლიონი იყო )

15:27 | 08.12.2015
samtrediel (8001)

ნუ ეს ბუფონის აზრია. ჯერ ბაიერნი და მერე ბარსელონა.

17:16 | 25.02.2016
NGoLo KaNte (36472)

+

15:13 | 08.12.2015
Babajuju (2535)

ვეთანხმები ბუფონიშეს, ამ ეტაპზე ბარსააა ფავორიტი. მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნიც არ ჩამორჩება ბევრად, მე მაინც მგონია რომ წელს მესი-ნეი-სუას შეტევას ვერცერთი დაცვა ვერ გაუძლებს. ორს გაიტან ოთხს გაგიტანენ.

15:08 | 08.12.2015
Tifoz Di MALDINI (18623)

ბარსელონა ფავორიტია ამ ეტაპისთვის. ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს მართალია ბუფონი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ბევრ რამეზე იმოქმედებს.

15:10 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

რამდენს ვიცინებ ჯერ რივერთან და მერე მერვედფინალში (თუ მაინცდამაინც ოლიმპიაკოსი არ შეხვდა) თუ შეხვდა მაშინ მეოთხედში წარმოდგენა არ გაქვთ ))

14:54 | 08.12.2015
Gag Na (688)

ბარსელონა,ბაიერნი! ეს ორი გუნდი გამოიკვეთა ჯერჯერობით,მერე ვნახოთ რა იქნება...)))

14:34 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

წელს ფინალი ვალე-ბაიერნია და შევთანხმდეთ ბუფონ ამაზე )

14:55 | 08.12.2015
Gag Na (688)

ჯერ ჯგუფიდან გასვლაზე იოცნებე და მერე ფინალზე,თუმცა ეგ ოცნებაშიც შეუძლებელია

14:58 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

რა საოცნებო ეგაა ხვალ გავიფორმებთ მერვედფინალს და დანარჩენ რაუნდებსაც ასე ეტაპობრივად

14:59 | 08.12.2015
საბარსა (2123)

გენტს მოუგოს ჯერ ვალენსიამ

15:09 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

თქვენ ოცნება გიხდებათ ვალესთვის მოგება და კიდევ ჩვენ გვერჩით??

15:09 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

დაჯე ქულის აღებაც

15:07 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

გენტს მოუგო უკვე ))

16:04 | 08.12.2015
stoikovich (5823)

გენტი ზენიტს გადაკუზავს დღეს, არ მოიკლავენ თავს რუსები.

16:05 | 08.12.2015
stoikovich (5823)

ხვალ

13:29 | 08.12.2015
barcas_come_back (309)

ფავორიტი შეიძლება ბარსა და ბავარიაა მაგრამ იუვეს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა თუნდაც წინა წლის შედეგიდან გამომდინარე და ამ წელს სულ არ გამოკვირდება მინიმუმ იგივე გაიმეოროს და ფინალი დადოს.ფინალში კიდევ ვინ იცის...

15:07 | 08.12.2015
Tifoz Di MALDINI (18623)

+1 ობიექტური კომენტარი

12:30 | 08.12.2015
Barca1 (160)

ბარსელონა ბაიერნი პესეჟე

14:31 | 08.12.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

პირველის და მესამის შენ თვითონ გჯერა??

13:53 | 08.12.2015
Vecchia Signora (425)

პსჟ-ზე ძლიერი იუვენტუსია

17:17 | 25.02.2016
NGoLo KaNte (36472)

+

სტატისტიკა
0.217727