კალათბურთი

11:08 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთში მიემგზავრება

საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები 16 დეკემბერს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა, რომელიც პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,ქუთაისი 2010’’-ს ხელმძღვანელობს.

ეს ტურნირი გახდა საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში ცვლილების შეტანის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 8 დეკემბერს, 18.30 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლე ,,ქუთაისი 2010’’-, ,სოხუმის’’ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც 18 დეკემბერს იყო დანიშნული.

0.11684