ჭადრაკი

1:35 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუამ საქართველოს თასი მოიგო

დავით ჯოჯუას (2465) ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება ვაჟთა შორის. მის ანგარიშზე 9-დან 7.5 ქულაა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 2. ლევან ფანცულაია (2602), 3. შოთა აზალაძე (2500), 4. ლუკა პაიჭაძე (2520). მეხუთე ადგილზე 6.5 ქულით თორნიკე სანიკიძე (2553) გავიდა.

ქალთა შორის 6-6 ქულით I-III ადგილები გაიყვეს და ბუჰგოლცით შემდეგნაირად განაწილდნენ: სოფიო გვეტაძე (2360), მერი არაბიძე (2410) და ნინო ხომერიკი (2205).

0.115615