ქ0ართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ჯავახიშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია.
კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილმა ჯავახიშვილმა იაპონელი იორი იოშიდა 6:0, 6:0 გაანადგურა, შემდეგ კი გერმანელ რობინ ლანგს 6:4, 6:1 სძლია. ძირითად ბადეში გიორგის მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელი ალექსანდრუ კატალინ მარასინი იქნება.
წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი და ბულგარელი ვასილ შანდაროვი მე-2 განთესვის მქონე რუმინულ დუეტს (აპოსტოლი-ფრუნზა) გაეჯიბრებიან.
პარალელურად, ანტალიაშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც პირველი განთესვა ეკატერინე გორგოძეს გააჩნია. ის საწყის რაუნდში ნატაშა ბრედლს ეთამაშება. მე-2 რეიტინგი აქვს სოფო ქვაცაბაიას, რომელიც “უაილდ ქარდის” მქონე პორტუგალიელ კლაუდია კიანჩის გაეჯიბრება.