სუპერლიგის მონაწილე ,,რუსთავისა“ და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურში ,,სოხუმთან“ შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,რუსთავის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
,,წივწივაძე ვარჯიშს 8 დეკემბრიდან შეუდგება“, - გვითხრა ჯიოშვილმა.