კალათბურთი

18:35 | 7.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ოქროს შტატელი” ბიჭების 22-ე გამარჯვება

“გოლდენ სტეიტმა” ნიუ იორკში “ბრუკლინი” 114:98 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრიდან ოცდაორივე მოიგო, რაც ნბა-ს საუკეთესო მაჩვენებელია. “ოქროს შტატელი” ბიჭები ზედიზედ 15 მატჩის მოგების შემდეგ თავიანთივე რეკორდებს აუმჯობესებენ და როგორც ჩანს მათ გამარჯვებებს დასასრული არ უჩანს.

წინა რეგულარული სეზონიდან მოყოლებული გუნდს უკვე ზედიზედ 26 გამარჯვება დაუგროვდა, რაც ლიგის ისტორიაში მესამე შედეგია. 2012-13 წლების სეზონში “მაიამიმ” ზედიზედ 27 შეხვედრა მოიგო, ხოლო ლიგის საუკეთესო შედეგი 1971/72 წლების “ლეიკერსს” ეკუთვნის (33 ზედიზედ მოგებული მატჩი)

“ბრუკლინთან” შეხვედრაში ოკლენდელებმა პირველი პერიოდი მარტივად 30:16 მოიგეს, მეორე პერიოდში გუნდის ლიდერებმა სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლეს, ამით ნიუ იორკელებმა ისარგებლეს და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს. თუმცა შემდეგ ჩემპიონებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს და 16-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს. გუნდს ტრადიციულად სტეფ კარიმ ულიდერა 28 ქულით, 22 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით გრინი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრას ინდიანაპოლისში “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს. “ინდიანა” საკუთარ დარბაზში ტრადიციულად რთულად დასამარცხებელია, თან გუნდის ლიდერი პოლ ჯორჯი საოცარ სპორტულ ფორმაშია. თუ “ინდიანამ” კალიფორნიელების გაჩერება ვერ მოახერხა, “გოლდენ სტეიტს” მომდევნო 5 შეხვედრის მოგება არ უნდა გაუჭირდეს: გასვლაზე “ბოსტონი” და “მილოუკი”, საკუთარ დარბაზში “ფინიქსი”, “მილოუკი” და”იუტა” ელის.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:54 | 09.09.2013
L.H. (19)

ტონი ანდროიჩი 1 თავით მაღლდა დგას სხვებზე ამ ტურნირსაც ის მოიგებს.. გამოცდილებითაც და თამაშის დონითაც

09:38 | 09.09.2013
mushni (93569)

Vავრინკა ჩამოდისო DD აბა დავხვდეთ....

03:02 | 09.09.2013
Liverpool-Liverpool (425)

დაალაიქეტ რაstripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/FC-Liverpool/1409504055935096')>0?' https://www.facebook.com/pages/FC-Liverpool/1409504055935096':' https://www.facebook.com/pages/FC-Liverpool/1409504055935096'))

01:58 | 09.09.2013
a.x.l (76)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

01:58 | 09.09.2013
a.x.l (76)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:28 | 08.09.2013
Slovan Bratislava (626)

იმედია ქართველები მოიგებენ

0?'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

0.085915