ფეხბურთი

17:21 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საზეიმო კვირეულს ჩაატარებს. 25 წელი გავიდა, რაც ქართული ფეხბურთი გამოეყო საბჭოეთისას და დამოუკიდებელი ჩემპიონატი ჩაატარა. სფფ ოფიციალურად 1990 წლის 22 თებერვალს დაარსდა, ჩემპიონატი კი 30 მარტს დაიწყო.

სფფ-ის განცხადება და ანონსი ამ საზეიმო კვირეულისთვის:

“წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ფეხბურთის კვირეულით აღნიშნავს. ფეხბურთი გვაერთიანებს - ჩვენი მთავარი სლოგანია. სფფ პირველი ქართული ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩამპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთი ყოველთვის იყო განსხვავებული ასაკის, სქესის, რელიგიური კუთვნილებისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, ფეხბურთის ფედერაცია ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს და საფეხბურთო მოედანზე მოიწვევს, ვისაც ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარს. ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა:

  1. საფეხბურთო მარათონი - 10 დეკემბერს, მსოფლიო ფეხბურთის დღეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ჩატარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ. საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და რიგითი გულშემატკივრები სლოგანით „ფეხბურთი გვაერთიანებს“ ითამაშებენ. მარათონის მსვლელობისას გულშემატკივრებისთვის მოეწყობა სახალისო კონკურსები, გასართობი მუსიკალური ნომრები, შოუ „ფრისთაილ“ ფეხბურთელების მონაწილეობით. მარათონის წამყვანი თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესი.
  2. ამხანაგური მატჩი „ვეტერანი ფეხბურთელები Vშ პოლიტიკოსები“ - 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.

გვეწვიეთ - ფეხბურთი გვაერთიანებს!”

0.116836