ფეხბურთი

17:06 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიას თურქეთის კლუბის ვარიანტი აქვს

არაა გამორიცხული, ჯაბა ლიპარტია ამ ზამთარს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ გუნდში გადავიდეს. 28 წლის ნახევარმცველი 2010 წლიდან ლუგანსკის “ზორიაში” თამაშობს და უკრაინაში კარგი პრესაც აქვს. მართალია, ხშირად არ უწევს ძირითადში თამაში, მაგრამ შეცვლაზე ყოველთვის შეჰყავთ და ქართველიც ამწვავებს თავისიანთა შეტევებს.

საუბარი თურქეთის სუპერლიგის გუნდზეა, თუმცა კონკრეტულად კლუბის სახელი ჯერ ვერ შევიტყვეთ.

ისე, კახა ცხადაძეს ლიპარტია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გამოუძახებია.

0.113094