ჩოგბურთი

16:14 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ქაიროსა და ანტალიაში

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში რჩება და მონაწილეობას მორიგ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

შაფათავა პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში რუმინელ ირინა მარია ბარას ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში, სოფო ფრანგ რაზაფინდრანალს და პოლონელ პოლანსკას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

მორიგი 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო თურქულ ანტალიაში, რომლის ძირითად ბადეშიც ძალებს სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე მიიღებენ მონაწილეობას. ვაჟთა შეჯიბრის კვალიფიკაციაში ჩაება გიორგი ჯავახიშვილი, მან იაპონელ იორი იოშიდას 6:0, 6:0 სძლია და ახლა, გერმანელ რობინ ლანგთან ჭიდილი ელის.

ისიც ვთქვათ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებეულ რეიტინგში შაფათავა 249 ქულით 208-ე ადგილს ინარჩუნებს, ქვაცაბაია 93 ქულით 385-ეა, ხოლო გორგოძე 90 ქულით – 391-ე.

0.114076