კალათბურთი

14:39 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეხუთე ტურის მიმოხილვა

ახალ სპორტის სასახლეში გრძელდება კალათბურთის სამოყვარულო ლიგის რეგულარული. მეხუთე ტურის ჰაილაითები.

აფხაზეთი - თელიანი ველი 78:82
17:16, 25:11, 23:20, 13:35
აფხაზეთი: კანკია (26+8 მოხსნა+3 პასი+2 ჩაჭრა), გეგეჭკორი (17+3 მოხსნა+2 ჩაჭრა), მუშკუდიანი (13+14 მოხსნა).
თელიანი ველი: მინაშვილი (21+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბადრიძე (19+7 პასი), ქოქოსაძე (17), გიორგი დოლიძე (13).
ბოლო მეოთხედში „თელიანი ველი“ დაბრუნდა და -18 შემოატრიალა. თამაშიდან ცუდი პროცენტის (28.0) მიუხედავად, ზუკა ბადრიძემ დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის მოგებაში. „თელიანი ველის“ ძირითადმა გამთამაშებელმა არასრულ 33 წუთში 7 პასი დააგროვა. ბადრიძეს ამ სოლიდურ დროში შეცდომა არ დაუშვია.

ავერსი - მარნეული 67:73
16:17, 17:17, 14:25, 20:14
ავერსი: იოსებაშვილი (23+7 მოხსნა), გიორგი სუხიშვილი (19), გაბისიანი (9+10 მოხსნა).
მარნეული: ჯაჯანიძე (26+6 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), მინაძე (14), ირაკლი ჯანხოთელი (13+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბექა ჯანხოთელი (10+13 მოხსნა).
„მარნეულმა“ სამიანების მხოლოდ 27.8 (18/5) პროცენტი გამოიყენა, მაგრამ შეტევაში გაკეთებული 21 მოხსნით და ნაკლები შეცდომით (13-17) მოიგო. ბექა ჯაჯანიძემ 11 საშუალოდან 7 ზუსტად შეასრულა.

ლიდერბეთი - ჰიუნდაი 88:72
24:16, 34:18, 13:20, 17:18
ლიდერბეთი: დათო გაფრინდაშვილი (25+8 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ირაკლი დოლიძე (21+12 მოხსნა+6 პასი), ახალაია (18+7 მოხსნა), ირაკლი გაბისონია (11+12 მოხსნა+2 პასი).
ჰიუნდაი: ბეშქენაძე (18+14 მოხსნა+4 ჩაჭრა), ღონღაძე (16), ჩერქეზიშვილი (16).
ტურის ცენტრალური თამაში „ლიდერბეთის“ დიდი უპიარატესობით წავიდა. უკეთესი პროცენტი საშუალო და შორი დისტანციიდან სროლების დროს. „ლიდერბეთმა“ 33 შეცდომით ტურის ანტირეკორდი დაამყარა, მაგრამ მაინც მოიგო. 65 მოხსნაც გუნდის პერსონალური რეკორდია. „ლიდერბეთი“ ჯერ არ აგებს.

სპორტმედია - Eagles 106:76
19:21, 22:14, 32:19, 33:22
სპორტმედია: ტუხაშვილი (21+14 მოხსნა), ბეჟანიშვილი (19+15 მოხსნა+6 პასი), კახა გიორგაძე (16+3 მოხსნა+3 პასი), თვაური (13), არსიაშვილი (12), ნიკურაძე (10).
Eagles: ნერგაძე (36+7 მოხსნა), გურაბანიძე (12+7 მოხსნა).
დაგეგმილი გამარჯვება გუნდისთვის, რომელმაც საშუალო სროლების 67.2 პროცენტი (58/39) გამოიყენა. „სპორტმედიამ“ 27 პასით დაამთავრა თამაში. ვაკო ბეჟანიშვილმა 10 შეცდომა დაუშვა. საბა ნერგაძემ თამაში 7 ზუსტი სამიანით დაასრულა.

ბანკი რესპუბლიკა - მგზავრები 80:85
22:19, 19:23, 20:21, 19:22
ბანკი რესპუბლიკა: ზურა მაისურაძე (22+10 მოხსნა), გავაშელიშვილი (19+10 მოხსნა), გლოველი (16+6 პასი), ელიკაშვილი (10), ცაგარეიშილი (4+11 მოხსნა).
მგზავრები: შანიძე (20+8 მოხსნა), ღლონტი (16+13 მოხსნა), ხეცურიანი (16+7 პასი+7 დაფარება+6 მოხსნა), ბუბა ბერიშვილი (13+9 მოხსნა+3 პასი), ორმოცაძე (9), მეგრელიშილი (9).
ყველაზე დაძაბული ტესტი. „მგზავრები“ კოტე ტუღუშის და ზვიად ბაბიაშვილის გარეშე იყვნენ და მხოლოდ ბოლო წუთებზე წაართვეს მოგება „რესპუბლიკას“, რომლის შემადგენლობაში არის შარშანდელი სუპერფინალის საუკეთესო მოთამაშე ზურა მაისურაძე. „რესპუბლიკამ“ 22 საჯარიმოდან 17 ვერ გამოიყენა. ტურნირის ყველა დროის ანტირეკორდი. გამოსარჩევია დათო ღლონტის 13 მოხსნა.

MVP
შიო ხეცურიანი (მგზავრები)
სტატისტიკა - 16 ქულა, 7 პასი, 7 დაფარება, 6 მოხსნა.
„მგზავრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა. 12 სროლიდან 7 გამოიყენა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი თავისი გუნდისთვის შეუცვლელ მოთამაშედ რჩება.

0.112861