ფეხბურთი

13:49 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაძევებისთვის 32 წამი რომ კმარა...

იტალიური “ატალანტას” ვეტერანი ნახევარმცველი ჯულიო მილიაჩო სერია A-ს რეკორდსმენი საინტერესო კუთხით გახდა. საქმე ისაა, რომ 34 წლის საყრდენი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ატალანტა” – “პალერმოს” მატჩში მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და მწვანე მინდორზე გამოსვლიდან 32 წამში წითელი ბარათი მიიღო. ეს კი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაძევებაა 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ.

მილიაჩო “პალერმოს” ბულგარელ ლეგიონერ ივაილო ჩოჩევს ეუხეშა და შეხვედრის არბიტრ კარმინე რუსოს თავი გასახდელში მიაბრძანებინა, მაგრამ საეჭვოა ამით უკმაყოფილო დარჩენილიყო – მისმა გუნდმა ისედაც მოიგო, ხოლო თვითონ ისტორიაში შევიდა...

0.112781