საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ თავისი ქვეყნის ნაკრებს იგი და მატიე ვალბუენა სჭირდება. ამის შესახებ ფრანგმა ფორვარდმა ტელეკომპანია telefoot-ს განუცხადა.
“მე ნამდვილ კრიმინალად შემრაცხეს. სინამდვილეში კი, საფრანგეთის ნაკრებს მე და მატიე ვჭირდებით. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების შიში არ მაქვს”, - ამბობს ბენზემა.
მოგეხსენებათ, ბენზემასა და ვალბუენას შესახებ სკანდალი ცოტა ხნის წინ აგორდა, რის შემდგომაც “ლიონის” ექსთავდამსხმელის ნაკრებიდან მოკვეთას ბევრი ითხოვს. მათ შორის საფრანგეთის სპორტის მინისტრიც.