ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსმა“ ამერიკის დედაქალაქში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასელები ვაშინგტონში „ვიზარდსს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 116: 104 იმარჯვეს.
მეორე მატჩია, ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ერთეული აკლდება. თუკი წინა შევხედრაში, „ჰიუსტონთან“ ზაზას დაბლ-დაბლამდე 3 ქულა დააკლდა, „ვიზარსთან“ მისიის შესრულებას 3 მოხსნა დააკლო. თუმცა, პროფესიონალისთვის მთავარი მიზანი გამარჯვებაა და ფაჩულიას გუნდმა ეს მისია წარმატებით შეასრულა.
დალასელებს ვესლი მეთიუზმა ულიდერა, რომელმაც ბომბარდირული თვისებები დიდი დოზით გამოავლინა. მან 41 წუთში 36 ქულა მიითვალა, რეიმონდ ფელტონმა კი 11 ქულა-10 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია. დირკ ნოვიცკიმ შეხვედრა 19 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში, 24 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე კი 10 ქულა, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი დაგროვდა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
12 მოგებითა და 9 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს ისევ ანალოგიური შედეგის მქონე „მემფისთან“ იყოფს. მორიგი ჯახი კი ტეხასელებს 8 დეკემბერს, სტუმრად „ნიუ იორკთან“ ელის.