ფეხბურთი

21:07 | 6.12.2015 | ნანახია 2104 - ჯერ

ზამერი, გვარდიოლას მემკვიდრე

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას მომავალი ჯერ კიდევ ბრუსითაა მოცული. კატალონიელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლოს უმთავრდება და იგი ჯერ არ გახანგრძლივებულა. სწორედ ამიტომაც, გერმანულ მედიაში ხშირად იწერება პეპის შესაძლო მემკვიდრეებზე. როგორც Sky Deutschland-ს გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა განუცხადა, შესაძლოა ეს ადამიანი მათიას ზამერი იყოს, რომელიც ამჟამად “რეკორდმაისტერში” სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს.

“შესაძლოა, გვარდიოლა სწორედ ზამერმა შეცვალოს. თუმცა, იმედია მაქვს ესპანელი მიუნხენში დარჩება და თავის სამუშაოს ისევ წარმატეით გააგრძელებს”, - თქვა მხცოვანმა სპეციალისტმა.

ახლო წარსულში ზამერი ახლოს იყო “ბაიერნის” გაწვრთნასთან, მაგრამ მაშინ გარიგება არ დგებოდა. თანაც 1996 წლის მსოფლიოს ჩემპიონს სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნია: 2001-2002 წლების სეზონში მისი ხემძღვანელობით დორტმუნდის “ბორუსიამ” ბუდესლიგის ვერცხლის სინის მოგება მოახერხა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:07 | 07.12.2015
ssll (1520)

ფაშისტები რას არ იკისრებენ...1996-ში მსოფლია მოჭიმეს...:დდდდდდ და 2014-ში ევროპაც მიაყოლეს... გიორგი მელქაძე????ჯიგარი ხარ..:დდდდდდ

10:52 | 07.12.2015
Mr_gr (1404)

ეს გამყიდველი მთელი საუკეთესო წლები დორტმუნდში გაატარა და ეხლა ბაირნის მიეკედლა იმედია წარუმატებელი იქნება.

09:29 | 07.12.2015
BEERTRANCE (97819)

1996 წელს იყო მსოფლიო ჰო? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:03 | 06.12.2015
KONCHESTERI (43)

1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ადმინ არაუშავს ალბად ახალი ხარ

21:38 | 06.12.2015
Levan911 (2406)

ბაიერნს აშკარად უფრო გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რა ექსპერიმენტების ხასიათზე დადგნენ. ლიოვი აახიონ ნაკრებს. შუსტერი, კლოპი, ტუხელი.

23:35 | 06.12.2015
budachka (43)

კლოპი დორტმუნდში რო არ მომხვდარიყო ბაიერნის ქომაგების 80 % მაინც არ იცოდით ვინ იყო იგივე ტუხელზე და ასე შემდეგ ალბათ ომავალი დორტმუნდის მწვრთნელზეც მასე იტყვით ბაიერნში გვინდაო სანატრელი გაგიხდებათ მალე გუარდიოლა და ნახავთ მერე ...

01:36 | 07.12.2015
Levan911 (2406)

კლოპზე დორტმუნდამდე ბევრად ადრე იცოდა ყველამ)))) ტუხელზეც იგივე)))

0.121287