ჭადრაკი

15:00 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეული დაწინაურდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ. ასპარეზობა 72 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება, შემდეგი დროის კონტროლით: 25 წუთი პარტიის ბოლომდე თითოეულ სვლაზე 10 წამის დამატებით.

3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით მერაბ გაგუნაშვილი (2585), თორნიკე სანიკიძე (2553), დავით ჯოჯუა (2465) და დავით მაღალაშვილი (2510) დაწინაურდნენ. მე-4 ტურში გაგუნაშვილი მაღალაშვილს ეთამაშება, სანიკიძე კი – ჯოჯუას.

0.132912