ფეხბურთი

15:45 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის თავის გასამართლებელი საბუთები აქვს

უეფას დისკვალიფიცირებულ პრეზიდენტ მიშელ პლატინის გააჩნია საბუთები, რომლის მიხედვითაც ფიფას ეთიკის კომიტეტს თავის უდანაშაულობას დაუმტკიცებს.

როგორც ფრანგული ჟურნალი Du Dimanche იუწყება, ფრანგის 23 გვერდიან მოხსენებაში არის დოკუმენტები, სადაც წერია, უეფას აღმსარულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის ფიფას სამმა წევრმა იცოდა 1998 წელს ბლატერის და პლატინის შორის დადებული შეთანხმების შესახებ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა შვეიცარიელს და ფრანგს ფულის უკანონო გადარიცხვის გამო უფლებამოსილება 90 დღით ჩამოართვა. ბლატერმა პლატინის 2 მილიონი ფრანკი გადაუხადა. მიშელი თავს უდანაშაულოდ სცნობს. მისი განცხადებით, ფული კონსულტაციის სანაცვლოდ მიიღო და ეს ყველამ იცოდა.

პლატინის ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთის საფრთხე ემუქრება. გამოძიება დასასრულს უახლოვდება და თუ რა ბედი ეწევათ, როგორც მიშელს, ასევე ზეპს მიმდინარე თვეში გაირკვევა.

0.120309