ჩოგბურთი

14:26 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი მსოფლიოს ყოფილ მე-20 ჩოგანთან

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ნახევარფინალში მსოფლიოს ყოფილ მე-20 ჩოგან ალისა კლეიბანოვას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 3:6, 7:6 (7:4), 1:6 დამარცხდა.

ისიც ვთქვათ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა ფინალში სომეხ ანი ამირაღიანს იოლად აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა.

წყვილთა ტურნირი გერმანელმა შაკოვეცმა და უკრაინელმა სოტნიკოვამ მოიგეს, რომელთაც ფინალში პირველ ნომრად განთესილ სოფო ქვაცაბაიას და უკრაინელ ფომინას 7:5, 6:4 სძლიეს.

0.106235