ფეხბურთი

19:04 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “არც მე და არც “ჩელსის” ახალი ფეხბურთელები არ სჭირდება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “არისტოკრატები” ახალი ფებურთელებით არ გაძლიერდებიან.

“ვფიქრობ, არც მე და არც კლუბს ახალი ფეხბურთელები არ სჭირდება. სეზონი დაკომლექტებული გუნდით დავიწყეთ და უნდა შევძლოთ, არსებული რესურსებით მიზანს მივაღწიოთ. სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას არ ვაპირებთ, რადგან ფეხბურთელებმა პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და მაქსიმუმი გააკეთონ. კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ცუდ პერიოდზე პასუხისმგებელი არაა. პრობლემა ჩემსა და ფეხბურთელებშია.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“ჩელსიმ” პრემიერლიგის მე-15 ტურში “სტემფორდ ბრიჯზე” “ბორნმუთთან” 0:1 წააგო. “არისტოკრატები” გათამაშების ცხრილის მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას სამი ქულა აშორებთ. მიმდინარე სეზონში მოურინიოს გუნდმა 8 მატჩი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124901