ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ბორნმუთთან” თავისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. ამის შესახებ “განსაკუთრებულმა” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
“ჩემი აზრით, ეს შედეგი არ დაგვიმსახურებია. ერთი თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს, ხოლო მათი გოლი თამაშგარიდან გავიდა. თუმცა, ფეხბურთი ასეთია. ვწუხვარ, ამ მარცხის გამო, რადგან დადებითი შედეგების სერია გვქონდა”, - წერს მოურინიო.
“ჩელსი” ბოლო წლებში ყველაზე წარუმატებელ თამაშს აჩვენებს და პრემიერლიგაში 15 ქულით მე-14 ადგილზეა.