ფრანგული “მონაკო” იტალიელ თავდამსხმელ სტეფან ელ შაარავის არ გამოსიყიდის. ამის შესახებ იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ. საქმე იმაშია, რომ 23 წლის ფორვარდი “თავადებს” ვერაფრით გაუშინაურდა და ლიგა 1-ის ბოლო ტურში, “ბასტიასთან” სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ელ შაარავი ზამთარში ანაც ზაფხულში დიდი ალბათობით “მილანს” დაუბრუნდება.
აქამდე ელ შაარავიმ “მონაკოს” ღირსება საფრანგეთის ჩემპიონატში 14 მატჩში დაიცვა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვაკლიხარ ფარაონ მალე მოდი რა
კაკრაზ ეს და მალდინის პანღური აკლია გალიანის მილანს... შაარავები და ბუენავანტურები რო გყავთ მიტო გაქვთ კარგად საქმე... "ბაკა" :В