კალათბურთი

13:39 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ცქიტიშვილის კლუბი წარმატებულ სვლას განაგრძობს

იაპონიის ჩემპიონატში წაუგებელ სერიას განაგრძობს ნიკა ცქიტიშვილის „ტოჩიგი ბრექსი“. მორიგი წყვილი მატჩი ტოჩიგელებს „ჰოკაიდოსთან“ უწევთ, რომლის პირველი დაპირისპირება 5 დეკემბერს მოიგეს.

იაპონიის ჩემპიონატის გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: ყოველ უქმეებზე გუნდები 2-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და შესაბამისად, 2 ტურს ილევენ. ცქიტიშვილის გუნდმა შაბათის დაპირისპირება შინ 86:74 მოუგო კუნძულ ჰოკაიდოს წარმომადგენლებს და ლიდერთა შორის ადგილი გაიმყარა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ნიკამ 4-დან 3 ოქრულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ცქიტიშვილმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ტოჩიგელებს რაიან როსიტერმა 23 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა.

13 მოგებითა და 2 მარცხით „ტოჩიგი ბრექსი“ ცხრილში მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ტოიოტა ალვარკს“, რომელმაც ბოლო შეხვედრა „ჰიროშიმას“ 90:76 მოუგო. დღეს, 6 დეკემბერს, ნიკას გუნდისთვის ჰოკაიდოელებთან მორიგი დაპირისპირებების დღეა.

www.gbf.ge

0.120057