უკანასკნელ სამ მატჩში საშუალოდ მოხვეჭილი 31 ქულის შემდეგ, ბექა ბურჯანაძემ შედეგიანობას მოუკლო და ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგ ტურში 9 ქულას დასჯერდა.
მისმა „ლეიმა ბასკეტმა“ სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა „ოვიედოს“ და ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, ოვერტაიმში 3 ქულის სხვაობით – 95:98 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ბექამ 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლა კორუნიელთა გუნდში საუკეთესო შედეგი სერხიო ოლმოსმა – 20 ქულით დააფიქსირა.
ლაკორუნიელებმა ვერაფერი მოუხერხეს ოვიედოელთა უკანახაზელ ტაილერ სვინგს, რომელმაც 9-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაშ კი 42 ქულა მიითვალა და მასპინძლებს გაამარჯვებინა.
ამ მოგებით „ოვიედომ“ მე-6 ადგილზე აინაცვლა, ხოლო „ლეიმა ბასკეტი“ 11 მატჩიდან 3 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 11 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი მე-13 ადგილზე მყოფ „კასერეს პატრიმონიოს“ უმასპინძლებს.
www.gbf.ge