გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 9 შეხვედრა გაიმართა.
კალათბურთის გულშემატკივარი “გოლდენ სტეიტის” პირველი მარცხის მოლოდინშია და უამრავი ვარაუდი გამოითქმება თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. იყო იმის ალაბათობა, რომ ეს კანადაში მომხდარიყო, თუმცა როგორც ჩანს “ოქროს შტატელი” ბიჭები წაგებას არ აპირებენ. “ტორონტო” შინ “გოლდენ სტეიტთან 109:112 დამარცხდა, ბოლო წამებზე კანადელებს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბურთი შემოტანის დროს ელემენტარული შეცდომა დაუშვეს და “გოლდენ სტეიტმა სასტარტო 21 შეხვედრიდან ოცდაერთივე მოიგო, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ოკლენდელები ზედიზედ 15 მოგების შემდეგ თავიანთივე დამყარებულ რეკორდებს ხსნიან. “ტორონტოსთან” მატჩში გუნდს სტეფ კარიმ 44 ქულით ულიდერა. კარიმ 15-დან 9 სამქულიანი, 9-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ტორონტოში” 41 ქულით ლოური გამოირჩა.
“მაიამიმ” შინ “კლიველნდს” 99:84 აჯობა. “კავალიერსის” ამ მარცხის მთავარი მიზეზი ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა “მეფე” დაასვენა.
დაძაბული შეხვედრა გამოვოვიდა იუტაში, სადაც “ჯაზმა” “ინდიანას უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წმაით ადრე ინდიანაპოლისელები 110:107 იგებდნენ, თუმცა “ჯაზმენებმა” მოახერხეს ანგარიში გათანაბრება, ბოლო წამზე კი პოლ ჯორჯმა სამქულიანი გაისრულა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა და დამატებითი 5-წუთი დაინიშნა. სადაც იუტა უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ 122:119 იმარჯვეს. “ინდიანას” რიგებში 48 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა, ხოლო “იუტაში 35 ქულით ფეივორსი.
“ტორონტო” – “გოლდენ სტეიტი” 109:112 (21:32, 28:27, 30:24, 30:29)
“ტორონტო”: ლოური 41 (ქ.), დეროზანი (16 ქ.), ნოგუეირა (14 ქ.), სკოლა (10 ქ.)
“გოლდენ სტეიტი”: კარი (44 ქ. 7 პ.), ტომპსონი (26 ქ.), გრინი (16 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=VRTVxNn62dA
“ჩიკაგო ბულზი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 96:102 (22:26, 28:26, 25:20, 21:30)
“ჩიკაგო”: ბატლერი (25 ქ.), როუზი (19 ქ.), გასოლი (13 ქ.)
“შარლოტი”: ბატუმი (24 ქ. 11 მ.), ზელერი (17 ქ.), უოლკერი (17 ქ.), ჰეივსი (14 ქ.), ლემბი (10 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=U4_VPgibGIo
“ჰიუსტონი” – “საკრამენტო” 120:113 (29:16, 23:34, 32:35, 36:28)
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (31 ქ.), ჰოვარდი (22 ქ. 18 მ.), ჯონსი (16 ქ.), ბევერლი (14 ქ.), არიზა (12 ქ.)
“საკრამენტო”: კოლინსი (18 ქ.), კასპი (15 ქ.), გეი (15 ქ.), კაზინსი (14 ქ.), რონგო (11 ქ. 19 პ.), კუფოსი (1
1 q.)
https://www.youtube.com/watch?v=XCVUCj7hFs0
“მაიამი ჰიტი” – “კლივლენდი” 99:84 (34:22, 26:20, 23:22, 16:20)
“მაიამი”: ჯონსონი (19 ქ.), უეიდი (19 ქ.), დრაგიჩი (17 ქ.), ბოში (14 ქ.), გრინი (12 ქ.)
“კლივლენდი”: ჯეფერსონი (16 ქ.), სმიტი (12 ქ.), კანინგჰემი (11 ქ.), დელავედოვა (11 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=LNljMYEReMI
“მინესოტა” – “პორტლენდი” 103:109 (332:22, 27:24, 23:34, 21:29)
“მინესოტა”: თაუნსი (27 ქ. 12 მ.), უიგინსი (17 ქ.), დიენგი (15 ქ.), ლავინი (12 ქ.), მარტინი (11 ქ.)
“პორტლენდი”: ლილარდი (19 ქ.), ამინუ (16 ქ.), ლეონარდი (14 ქ.), დევისი (13 ქ.), კრაბე (11 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=WtSMxRaFAkE
“მილოუკი ბაქსი” – “ნიო იორკ ნიქსი” 106:91 (29:24, 23:24, 29:21, 25:22)
“მილოუკი”: კარტერ-უილიამსი (20 ქ.), მონრო (18 ქ.), ანტენტოკუმპო (17 ქ.), პარკერი (17 ქ.), მაიო (17 ქ.)
“ნიუ იორკი”: ენტონი (18 ქ.), ტომასი (17 ქ.), აფლალო (13 ქ.), პორზინგისი (12 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=vTljJrlSg6k
“სან ანტონიო” – “ბოსტონი” 108:105 (29:27, 29:22, 28:22, 22:34)
“სან ანტონიო”: ოლდრიჯი (17 ქ.), დიაო (16 ქ.), ჯინობილი (15 ქ.), ლეონარდი (15 ქ.), უესტი (10 ქ.), პარკერი (10 ქ.)
“ბოსტონი”: ტომასი (23 ქ.), ბრედლი (18 ქ.), თარნერი (16 ქ.), კრაუდერი (15 ქ.), ჯონსონი (11 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=ByQiygxLrY8
“იუტა” - “ინდიანა” 122:119 (27:19, 30:33, 27:32, 26:26, ო.ტ. 12:9)
“იუტა”: ფეივორსი (35 ქ. 13 მ.), ჰეივორდი (22 ქ.), ბარკი (19 ქ.), ნეტო (13 ქ.), ბუკერი (10 ქ.)
“ინდიანა”: ჯორჯი (48 ქ.), სტაქეი (23 ქ.), მაილსი (12 ქ.), ჰილი 10 (ქ.), ჰილი 10 (ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=UEL1GqEpwTo
“კლიპერსი” - “ორლანდო” 103:101 (22:24, 31:26, 21:29, 29:22)
“კლიპერსი”: კროუფორდი (32 ქ.), გრიფინი (28 ქ. 13 მ.), ჯონსონი (21 ქ.), ჯორდანი (15 ქ. 14 მ),
“ორლანდო”: ოლადიპო (24 ქ.), ფეიტონი (21 ქ.), გორდონი (10 ქ.), ჰარისი (10 ქ.), ვუჩევიჩი (10 ქ.)