ფეხბურთი

21:21 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა

მიუნხენის “ბაიერნმა” 2015/16 წლების მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი სტუმრად “გლადბახთან” (1:3) განიცადა. “რეკორდმაისტერებმა” 14 წუთში 3 გოლი გაუშვეს. პეპ გვარდიოლას გუნდს ვენდტმა (54), სტინდლმა (66) და ჯონსონმა (68) გაუტანეს.

“ბაიერნს” ტრავმირებული ფრენკ რიბერი დაუბრუნდა. ფრანგმა მიმდინარე სეზონში დებიუტი 81-ე წუთზე გოლით აღნიშნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამჟამად, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში დაუმარცხებელი მხოლოდ ლიგა 1-ის მონაწილე პსჟ დარჩა.

0.101471