ფიფას დასკვალიფიცირებულმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას შეეცდება ეთიკის კომიტეტი თავის უდანაშაულობაში დაარწმუნოს. აღნიშნული ინფორმაცია საფეხბურთო მოხელემ შვეიცარიულ გაზეთ Tages-Anzeiger Daily-ს დაუდასტურა.
8 ოქტომბერს შვეიცარიელი მიშელ პლატინისთან ერთად 90 დღით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს.
“მომდევნო კვირას მექნება შანსი ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. შემდეგ ეთიკის კომიტეტი უნდა დარწმუნდეს, რომ ცუდად არ მოვქცეულვარ და არავის შეუძლია ტყუილუბრალოდ დამადანაშაულოს.” – განაცხადა ბლატერმა.
შვეიცარიელი ფიფას ახალ რეფორმებს მიესალმა. აღმასრულებელი კომიტეტის 25 წევრიანი ჯგუფი ორგანიზაციაში 36-წევრიანმა საკონსულომ ჩაანაცვლა. აგრეთვე, მომავალში ნებისმიერ საფეხბურთო მოხელეს შანსი აქვს მაქსიმუმ 12 წლის განმავლობაში იყოს ფიფას პრეზიდენტი.