სუპერლიგის მონაწილე “დინამოს” 16 და 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა გუნდებს ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას ერთ-ერთმა თანაშემწემ არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “დინამოს” 14 წლამდელთა გუნდს ხოშტარიას კიდევ ერთი თანაშემწე, მამუკა ტურაშვილი ავარჯიშებს. რაც შეეხება 20 წლამდელების ჩემპიონატს, აქ “დინამოს” ამ სეზონში გუნდი არ ეყოლება.