გურამ კაშია დღეს, “ვიტესი”-პსვ-ის მატჩში თავიდან სათადარიგოთა სკამზე იქნება. არნემელთა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ეს განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს და დაამატა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა:
“კაშიას ტრავმა ჰქონდა და წინა ტური გამოტოვა. ახლა ჯანმრთელადაა. ბუნებრივია, რთული გადაწყვეტილება იყო მისი სათადარიგოებში დატოვება იმიტომ, რომ გურამი მართლაც კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ, პსვ-სთან ავარჩიე ეს შემადგენლობა, რომელმაც წინა ტურში “ნაიმეგენთან” მოიგო (1:0 ვაკო ყაზაიშვილის გოლით - ავტ)”.