ფეხბურთი

17:29 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შალამბერიძემ რთული ოპერაცია გადაიტანა

ბოლნისის “სიონის” შემტევმა ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ რთული ოპერაცია გადაიტანა: პოლიპისებური წანაზარდი ამოკვეთეს. 31 წლის შალამბერიძემ ამ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, იყო პოლონურ “ოდრასა” და “ფლოტაშიც”.

კობა შალამბერიძე საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და სარეაბლიტაციო პერიოდს გადის. რამდენი ხანი ვერ ითამაშებს, ჯერ უცნობია. ისე, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დაუბრუნდეს მინდორს.

შალამბერიძეს ბოლომდე გვერდში დაუდგა “სიონი” და მისი დირექტორი ლადო ბურდული.

0.131271