საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები, დუბაის ღია საერთაშორისო ტურნირის თასის ნახევარფინალში “მამასსთან” ისევ მცირედით, 7:10 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა.
ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში მოიგეს და ორი წააგეს, აქედან ერთი “მამასსთან” (12:15), მაგრამ თასის ნახევარფინალში მაინც გავიდნენ. თამაში ამჯერადაც დაძაბული გამოდგა, ქართველებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ 2 ლელო გაუშვეს და 7:10 დამარცხდნენ. შედეგად, 7-ქალა ფინალს მიღმა დარჩა. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი საქართველოს 7-ქალასთვის, ისევე როგორც 7-კაცასთვის, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.
გოგონებმა დუბაიში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
1. ქრისტინე გვაზავა, 2. შორენა გამსახურდია, 3. ანა პოღოსიანი, 4. ნინო ელოშვილი, 5. სალომე საღარაძე, 6. სალომე მაკასარაშვილი, 7. ნათია გავაშელიშვილი, 8. ნინო ბუხუდაროვა, 9. ნიკა გალუზინსკაია, 10. თინათინ პაპუაშვილი, 11. ქეთევან მოდებაძე, 12. თინათინ სიხარულიძე.
სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე (მთავარი მწვრთნელი), გიორგი მაისურაძე (ფიზ. მომზადება), ია ხურცილავა (მენეჯერი), ილია ლათიბაშვილი (ექიმი).