ფეხბურთი

16:10 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ ჰასელბაინკმა ჩაიბარა

ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფორვარდი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ქუინზ პარკ რეინჯერსს” გაწვრთნის. ამის შესახებ ქპრ-ს ვებგვერდი იუწყება. ჰოლანდიელს ახალ გუნდში დებიუტი წარმატებული გამოუვიდა და პარასკევს, მისი თავკაცობით ლონდონელებმა “რედინგს” მისსავე მოედანზე აჯობეს – 1:0.

ჩემპიონშიპში ქპრ 19 ტურის შემდეგ 26 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა.

თავად 43 წლის ჰასელბაინკი განსაკუთრებულად წარმატებული სამწვრთნელი საქმიანობით ვერ გამოირჩევა. აქამდე მას ბელგიურ “ანტვერპენსა” (ერთი თვე) და ინგლისურ “ბარტონ ალბიონში” (ერთი წელი) უმუშავია. ხოლო ფეხბურთელობისას გაცილებით წარმატებული კარიერა ჰქონდა – განსაკუთრებით, ლონდონის “ჩელსიში” თამაშის პერიოდში.

0.119626