რაგბი

15:18 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ ორივე წააგო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეორე სათამაშო დღეს ორივე მატჩში დამარცხდა და ჯერ თასისთვის, ხოლო შემდეგ, ფიალისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, ჯგუფურ ეტაპზე მზარდი საფრანგეთის 7-კაცასთან 12:19 მარცხისა და მოსკოვის რეგიონის ნაკრების 17:10 ძლევის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდები ახალბედა, მაგრამ ძლიერ ირლანდიის 7-კაცა ნაკრებს თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ და 7:20 დამარცხდნენ. ამის შემდეგ გუნდმა ფიალის ნახევარფინალში გადაინაცვლა, სადაც ინგლისურ “როიალზთან” 10:42 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2016 წლის ევროპის გრან-პრის ერთ-ერთი მოსამზადებელი იყო, ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

1. იოსებ კიკვაძე (აია), 2. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 4. გიორგი ფრუიძე (აია), 5. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 6. დავით ლოსაბერიძე (აია), 7. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), 8. რეზი ჯინჭველაშვილი (აია), 9. გიორგი აფციაური (არმია), 10. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 11. ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), 12. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი).

სამწვრთნელო შტაბი: პალიკო ჯიმშელაძე (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ივა ერგემლიძე (ფიზ-მომზადების მწვრთნელი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), სანდრო ჭეიშვილი (ვიდეო-ანალიტიკოსი).

0.19041