ფეხბურთი

12:51 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოში" კენიელი ფეხბურთელი ჩაირიცხა

18 წლის კენიელი ტერა ელვინ ლუჰენი საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა. ამპლუით ნახევარმცველი უკვე რამდენიმე კვირაა დედაქალაქელთა შემადგენლობაში ვარჯიშობს, თუმცა კლუბმა ოფიციალურად განაცხადში გუშინ შეიყვანა. ელვინ ლუჰენი ბოლოს კენიაში JMJ აკადემიაში თამაშობდა.

თბილისელთა ახალწვეული გუნდთან ერთად ქობულეთში მიემგზავრება და არ არის გამორიცხული, "საბურთალოში" დებიუტი ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს მატჩში "ჩელე-არენაზე" ჰქონდეს, სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 6 დეკემბერს ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.

www.fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116737