ფეხბურთი

12:29 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერგკამპმა შესაძლოა “რედინგი” ჩაიბაროს

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ჰოლანდიელმა დენის ბერგკამპმა, შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიპის “რედინგი” ჩაიბაროს.

Daily Mirror-ის ცნობით, საკუთარ მოედანზე “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” 0:1 მარცხის შემდეგ, “რედინგის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს.

46 წლის ბერგკამპის სამწვრთნელო კარიერა ძალიან მწირია. აქამდე ის მხოლოდ ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.

ჩემპიონშიპში ჩატარებული 19 თამაშის შემდეგ, “რედინგს” 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

0.112005