ფეხბურთი

11:33 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ჩინოვნიკებს ახალი ბრალდება წაუყენეს

ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

Sky Sports-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფიფას ჩინოვნიკებს ბრალს სდებენ იმაში, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების სამხრეთ აფრიკისთვის მინიჭების სანაცვლოდ, 10 მილიონი დოლარი მიიღეს.

წარმოდგენილია ფაქტები: ორი სხვადასხვა სამხრეთაფრიკელი ჩინოვნიკის წერილი, რომლებიც 2007 და 2008 წლებითაა დათარიღებული და მისი ადრესატი ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომი ვალკეა. წერილებში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა. საბოლოოდ, თანხა ჯეკ უორნერის მიერ კონტროლირებად ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე აისახა.

მბრალდებლის დასკვნაში წერია, რომ ეს თანხა სამხრეთ აფრიკამ ფიფას ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერისა და მისი მოადგილის, ჩაკ ბლეიზერის ხმების სანაცვლოდ გადაიხადა. იქვე მითითებულია, რომ ამ საქმეში ჩართული იყო ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერიც.

თეგებიფიფა
0.117987