საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში მიმდინარე ძიგორო კანოს სახელობის გრან სლემის მეორე საჭიდაო დღეს ორი მედლით ჩაამთავრებს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა დილის პროგრამის შეხვედრები წაუგებლად ჩაატარა და ფინალში გავიდა. 73 კილოგრამში კი ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ჭრიკიშვილი ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში სამხრეთკორეელ სონგსუ ლის შეხვდება. სწორედ ამ ძიუდოისტთან მეოთხედფინალში წაგებით დაასრულა ძირითად ბადეში გამოსვლა უშანგი მარგიანმა. შემდეგ კი ბრინჯაოს ნახევარფინალშიც დამარცხდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 80 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
გრან სლემის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 500 ქულას გამოიმუშავებენ, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს კი 300 და 200 ქულა ერგებათ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 11 საათიდან დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოათრიე აგერ
ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))