“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რიოში დაგეგმილ 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს, თუმცა, არსებობს შანსი, აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს კიდევ გამოადგეს.
“მოხარული ვიქნები, თუკი ესოდენ მასშტაბურ შეჯიბრზე პლანეტის წამყვანი სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობის საშუალება მომეცემა. თუმცა, ოლიმპიადაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავემგზავრები, თუკი, ამის საშუალებას ორგანიზმი მომცემს. სიტუაციას კიდევ დავაკვირდები”, - განაცხადა ბრაიანტმა.