მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. თურქული კლუბი სტამბოლში მალაგას “უნიკახას” დაუხვდა და 63:57 დაამარცხა. მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 18:9 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. მანუჩარმა 12:35 წუთში 4-ვე ორქულიანი ააცილა და მხოლოდ 1 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ამას გარდა, მარკოიშვილის პასივში 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი გახლდათ.
“დარუშაფაკას” რიგებში საუკეთესონი ამერიკელი რეჯი რედინგი დ ჩერნოგორიელი მილკო ბიელიცა იყვნენ, შესაბამისად, 19 და 18 ქულით. სტამბოლურმა კლუბმა ოთხ-ოთხი მოგება-წაგება მიითვალა და ევროლიგის D ჯგუფში მე-4 ადგილზეა, რაც ტოპ-16-ში გასვლის გარანტიაა.
მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს მოსკოვში ცსკა-სთან ჩაატარებს და შესაბამისად, ქართველ მცველს თამაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს.