ფეხბურთი

0:03 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, ინიესტა, სუარესი, ნეიმარი, მესი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, ადრიანო, ვერმაელენი, სამპერი.

შემადგენლობაში ვერ მოხვდა ხორდი მასიპი, ხოლო ტრავმის გამო გუნდს მატიე, სერხი რობერტო, დუგლასი და რაფინია დააკლდებიან.

“მესტალიაზე” “ღამურების” და “ბლაუგრანას” დაპირისპირება 5 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

0.113533